ეს ინფორმაცია 14 მაისს ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ევროსაკალათბურთო ვებგვერდმა eurobasket.com-მაც დაადასტურა. 14 მაისს იტალიაში თავად შერმადინს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მაკაბის" პირობებზე შეუთანხმდი და კონტრაქტი ძალაში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შევა...
- ამ ინფორმაციას არ დავადასტურებ. კონტრაქტი არ გაფორმებულა და ამაზე საუბარი, როცა "კანტუსთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და წინ პლეი ოფის მატჩებია, არაკორექტულად მიმაჩნია.
- "მაკაბისთან"
- ამით ჩემი მენეჯერია დაკავებული და ინფორმაციის გავრცელების სრული უფლებაც მას აქვს. არ უარვყოფ, რომ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი "მაკაბიში", თუმცა სანამ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ, გადაწყვეტით არაფრის თქმა არ შეიძლება.
არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს თითქმის ყველა სპორტულ რუბრიკაში დაიწერა, რომ შერმადინი "მაკაბის" გაურიგდაო. ამის გამო "კანტუს" მწვრთნელთან უხერხულად ვიგრძენი თავი.
- გუნდელებმა რა გითხრეს?
- მილოცავდნენ, კარგი გუნდია "მაკაბიო", მაგრამ მათაც იგივე ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ ვარაუდებია-მეთქი.
კონტრაქტს რომ გამომიგზავნიან და ხელს მოვაწერ, მერე შეიძლება ითქვას და დაიწეროს.
- ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- კარგად. ჯერჯერობით გუნდთან ისევ ვერ ვვარჯიშობ და ინდივიდუალურად, ტრენაჟორებზე ვემზადები, მაგრამ ამ კვირაში ექიმები კიდევ ერთხელ გამსინჯავენ და, სავარაუდოდ, მოედანს დავუბრუნდები.
ალბათ, მეოთხედფინალური სერიის საწყის ორ მატჩს გამოვტოვებ და მერე თამაშიც შემეძლება.
- პლეი ოფში "კანტუს" შანსებს როგორ შეაფასებ?
- მეოთხედფინალში "სკავოლინის" ვხვდებით. ძალიან ძლიერი მეტოქეა და ვფიქრობ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს, რათა ნახევარფინალის საგზური მოვიპოვოთ.
- თქვენი მიზანი რა იქნება?
- შარშან ფინალში ვითამაშეთ და წლეულსაც პროგრამა მინიმუმი ფინალში გასვლაა.
გიორგი შერმადინი ევროლიგაზე გამოარჩიეს
gbf.ge