თორნიკე შენგელიამ ტრავმის შემდეგ 4 ქულა მიითვალა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალი წარუმატებლად დაიწყო ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსისთვის" - სარდინიაზე ნიკა მეტრეველის "დინამოსთან" 72:81 დათმო.

ვიქტორმა მატჩი 2 ქულით, 12 მოხსნითა და თითო პასი-დაფარებით დაასრულა. მეტრეველი სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

* * *

ბელგიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" სტუმრად "ლუვენთან" 73:88 დათმო, რის შემდეგაც სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

ქართველმა თავდამსხმელმა კოჭის მცირე ტრავმის გამო სერიის პირველი მატჩი გამოტოვა, 17 მაისს კი 17 წუთი ითამაშა და 4-4 ქულა-მოხსნა მოაგროვა, რასაც 1 პასი მიამატა.

"ითამაშეს და წააგეს, არ
ითამაშა და მოიგო" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული