თორნიკე შენგელიას "შარლერუა" ბელგიის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ბელგიის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ქართველი ფორვარდის გუნდმა "შარლერუამ" მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი შინ "ლუვენს" 89:68 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მხოლოდ 16 წუთს ითამაშა. ამის მიზეზი პერსონალურების ლიმიტი იყო.

ქართველმა ლეგიონერმა 5 ჯარიმა მიიღო და მოედანი დატოვა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულაინი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 4 ქულასთან ერთად შენგელიამ 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა.

ნახევარფინალურ სერიაში შარლერუელები "ანტვერპენს" ხვდებიან, თუმცა ამჯერად მოედნის უპირატესობას არ ფლობენ. სერია 22 მაისს დაიწყება და
სამ გამარჯვებამდე გაგრძელდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული