მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი ნახევარფინალს მიუახლოვდნენ

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ" იტალიის სერია "A"-ს ნახევარფინალს მიუახლოვდა.

ერთი გამარჯვებაც და კანტუელები "სკავოლინის" სახით მეოთხედფინალურ ბარიერს დაძლევენ. მარკოიშვილის გუნდმა სერიის მეორე მატჩიც იოლად - 74:47 მოიგო და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდა.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, პესაროელებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს "კანტუს", რომლის რიგებში კვლავ ვერ ითამაშა გიორგი შერმადინმა.

ქართველი ცენტრი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სავარაუდოდ, მომდევნო მატჩში მოედანზე უნდა ვიხილოთ.

რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, ის წინა მატჩისგან (20 ქულა მოაგროვა) განსხვავებით, შედარებით მოკრძალებული იყო.

მანუჩარი ტრადიციულად სასტარტო
ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

მარკოიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. კანტუელთაგან საუკეთესო მარტენ ლუნენი გახდა 13 ქულითა და 5 პასით.

სერიის მომდევნო მატჩი 22 მაისს პესაროში გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული