თორნიკე შენგელიას პირველი ნაბიჯი ფინალისკენ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში მესამე მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ".

ამჯერად მასპინძელი "პესარო" იყო და ეს სტატუსი ბოლომდე გამოიყენა - კანტუელები 91:78 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (1:2).

მანუჩარმა 32 წუთი ითამაშა და 11 ქულასთან ერთად 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მის ანგარიშზე 6-იდან 3 სამქულიანი და 4-იდან 1 ორქულიანია. დორონ პერკინსმა 28 წუთში 10 ქულა ჩააგდო. გიორგი შერმადინს ტრავმის გამო არ უთამაშია.

* * *

ბელგიის ჩემპიონატში კი ნახევარფინალები დაიწყო. რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩში საშინაო წაგება "შარლერუას" მესამე ადგილამდე
ჩამოქვეითებად დაუჯდა.

შესაბამისად, ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა მისი მეტოქის, "ანტვერპენის" მხარეს იყო. თუმცა სერიის პირველივე მატჩში "შარლერუამ" სტუმრად 72:65 გაიმარჯვა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მოგებულებს თორნიკე შენგელიამ 3 ქულა და 1 მოხსნა შეაშველა (13 წუთში).

შენგელიას პირველი ნაბიჯი ფინალისკენ, მარკოიშვილის პირველი საპლეიოფო მარცხი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული