ამჯერად მასპინძელი "პესარო" იყო და ეს სტატუსი ბოლომდე გამოიყენა - კანტუელები 91:78 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (1:2).
მანუჩარმა 32 წუთი ითამაშა და 11 ქულასთან ერთად 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მის ანგარიშზე 6-იდან 3 სამქულიანი და 4-იდან 1 ორქულიანია. დორონ პერკინსმა 28 წუთში 10 ქულა ჩააგდო. გიორგი შერმადინს ტრავმის გამო არ უთამაშია.
* * *
ბელგიის ჩემპიონატში კი ნახევარფინალები დაიწყო. რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩში საშინაო წაგება "შარლერუას" მესამე ადგილამდე
შესაბამისად, ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა მისი მეტოქის, "ანტვერპენის" მხარეს იყო. თუმცა სერიის პირველივე მატჩში "შარლერუამ" სტუმრად 72:65 გაიმარჯვა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მოგებულებს თორნიკე შენგელიამ 3 ქულა და 1 მოხსნა შეაშველა (13 წუთში).
შენგელიას პირველი ნაბიჯი ფინალისკენ, მარკოიშვილის პირველი საპლეიოფო მარცხი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"