ვიქტორ სანიკიძე შესაძლოა იტალიურ გრანდში გადავიდეს

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" იტალიის ჩემპიონატი მეოთხედფინალში დაასრულა - სარდინიის "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა. ბოლონიელთა ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები უკვე შეუდგნენ მომავალი სეზონისთვის მზადებას.

გამოცემა "კორიერე დი ბოლონიაში" "ვირტუსში" დამრჩენ-წამსვლელთა შესახებ სტატია გამოქვეყნდა, რომლის ქვესათაურში ქართული გვარიც ფიგურირებს.

როგორც ირკვევა, მწვრთნელი ფინელი, კალათბურთელები ვიტალი, პოეტა და ჯილი მომავალი სეზონისთვის "ვირტუსში" დარჩებიან.

ორი ლიდერი, ვიქტორ სანიკიძე და პეტრი კოპონენი კი, იტალიური გრანდების ყურადღების არეალში მოექცა.

კოპონენი, სავარაუდოდ, მილანის "არმანიში" გააგრძელებს კარიერას, ხოლო გავრცელებული ხმების მიხედვით, სანი
კიძე სიენას "მონტეპასკიში" ითამაშებს.

დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ვიქტორი 2004 წლის დრაფტის შემდეგ "სან ანტონიოს" ყურადღების ქვეშაა...

საით ვიქტორ, Montepaski? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული