თორნიკე შენგელია ფინალში შევიდა, გიორგი შერმადინი - განაცხადში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" ბელგიის ჩემპიონატის ნახევარფინალში მეორედაც დაამარცხა "ანტვერპენი" და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე "ოოსტენდე" იქნება.

24 მაისს "შარლერუამ" "ანტვერპენს" შინ 73:63 სძლია. ქართველმა თავდამსხმელმა 6 ქულა, 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა.

იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში "კანტუ" სტუმრად "პესაროსთან" 68:80 დამარცხდა, რის შედეგადაც სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

მანუჩარ მარკოიშვილმა "პესაროს" კალათში 11 ქულა მოათავსა, რასაც 4 მოხსნა და ამდენივე ჩაჭრა მიამატა.

ერთთვიანი უქმობის შემდეგ "კანტუს" განაცხადში გამოჩნდა გიორგი შერმადინი (ფეხის თითის ძვალი ჰქონდა გატეხილი), თუმცა გუშინ არ
უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული