თორნიკე შენგელიას "შარლერუა" ფინალურ სერიაში მეორედ დამარცხდა

AutoSharing Option
დრამატული გამოდგა ბელგიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მესამე მატჩი, რომელშიც "შარლერუამ" სტუმრად "ოოსტენდესთან" 79:82 დათმო.

იყო მომენტი, როცა შარლერუელები 8 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში "ოოსტენდემ" მეტი სიზუსტე გამოავლინა და სერიაში წინ გაიჭრა - 2:1.

სტუმართა ქართველმა თავდამსხმელმა თორნიკე შენგელიამ შეხვედრის ბოლო წუთები მოედანზე გაატარა. მან 18 წუთში 8 ქულა (8-დან 4 ორქულიანი), 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

"ოოსტენდეს" გამარჯვება 27-ქულიანი კენი ვინსტონის დამსახურებაა.

* * *
იტალიის ჩემპიონატში რა ანგარიშითაც მოიგო მეოთხედფინალი "დინამო სასარიმ", იმ ანგარიშით წააგო ნახევარფინალი -
0:3.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში სარდინიელთა მეტოქე ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" იყო, ხოლო ნახევარფინალიდან "დინამო" სიენას
"მონტეპასკიმ" გამოთიშა. სერიის მესამე შეხვედრა სიენელებმა კუნძულზე 79:64 მოიგეს.

ამ მატჩში დინამოელთა ფორვარდმა ნიკა მეტრეველმა მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, ქუინტონ ჰოსლიმ "დინამოელებს" 13 ქულა მოუტანა.

ცოტა დააკლდათ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული