კარდიფში, "მილენიუმზე", უელსის ნაკრებთან მატჩში, რომელიც ფაქტობრივად უელსელი მორაგბეების, შეინ და მარტინ ვილიამსების გამოსათხოვარი თამაში გამოდგა, "ბარბაროსებმა" 21:30 წააგეს.
გორგოძე, რომელიც 58-ე წუთზე შეცვალეს, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 35-ე წუთზე მას ლელოს გატანაც შეეძლო, მაგრამ ჩათვლის მოედანში შესულს მეტოქესთან ბრძოლაში ბურთი ხელიდან გაუვარდა.
"ბარბაროსებმა" იმ იერიშის ლელოთი დასრულება მაინც შეძლეს და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით - 14:13 მოიგეს.
მანამდე, სანამ გორგოძე მოედანზე იყო, "ბარბაროსები" დალაგებულად, მწყობრად თამაშობდნენ და
ყველაზე შედეგიანი გორგოძის გუნდში ახალზელანდიელი მგეზავი სტივენ დონალდი გახლდათ.
"ბარბაროსების" მიერ გატანილი სამი ლელოდან ორი მის ანგარიშზეა. მანვე მიითვალა სამი გარდასახვაც (სულ 16 ქულა).
მასპინძლებმა მეტოქეს ასევე სამი გარდასახული ლელოთი უპასუხეს და უპირატესობას ამდენივე ზუსტი საჯარიმოს წყალობით მიაღწიეს.
ეს მატჩი ბოლო იყო ლეგენდარული უელსელი გარემარბის, შეინ ვილიამსის კარიერაში, რომელმაც ამჯერად "ბარბაროსების" შემადგენლობაში ითამაშა. თვით ეს ფაქტი, რომ დიდი მორაგბე კარიერას "ბარბაროსების" კვართით ასრულებს და არა ეროვნული გუნდის მაისურით, თავისთავად მეტყველებს, თუ რამდენად პრესტიჟულია შავ-თეთრების გუნდში თამაში.
ამ შეხვედრაში უელსის ნაკრების შემადგენლობაში მე-100 კეპი მოიხვეჭა მარტინ ვილიამსმა, რომელიც რაგბის თამაშს კი განაგრძობს, მაგრამ ნაკრებს საბოლოოდ გამოეთხოვა.
უელსი-ბარბაროსები 30:21
ბარბაროსები (15-9) მულიაინა (ემონსი 66), ნაკევა, თინდოლი, ლაულალა (ტაგიკაკიბაუ 46), შ. ვილიამსი, დონალდი, რ.რისი. (1-8) ჯოუნზი, ოგუსტი (მალმანჩი 40), სმიტი (ტიალატა 46), მ. ოდრისკოლი (ფან ზილი 40), ჩისლომი, ლოუ, გორგოძე (ქერა 58), ბითი.
3ლ: დონალდი (2), რ. რისი. 3გ: დონალდი.
უელსი (15-9) ლიამ ვილიამსი, რობინსონი (ჰარისი 68), ბიშოპი, ჰუკი, ბრეუ, ბიგარი (უორენი 64), ლოიდ ვილიამსი (ვები 51). (1-8) გილი, მ. რისი (ჰიბარი 68), როდრი ჯოუნზი, ალუნ ვინ ჯოუნზი (მ. ვილიამსი 46), ევანსი, ტურნბული, ტიპურიჩი, რაიან ჯოუნზი (შინგლერი 51).
3: რობინსონი, ჰუკი, ბრეუ. 3ს,3გ: ჰუკი.
სინბინი: გილი
მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია).
შეინ და მარტინ - მშვიდობით! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"