ზაზა ფაჩულია შესაძლოა "ლეიკერსში" გადავიდეს

AutoSharing Option
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას მიმდინარე სეზონში ოთხი გუნდიღა შერჩა, რომლებიც ნახევარფინალებს თამაშობენ.

დანარჩენებში ახალი ჩემპიონატისთვის ემზადებიან. თუმცა დრაფტამდე კონკრეტულ ნაბიჯებს არავინ დგამს, მხოლოდ მსჯელობებითა და ვარაუდებით იფარგლებიან.

ერთი საინტერესო ვარაუდი გამოცემა "ბლიჩერ რეპორტში" გამოქვეყნდა: ესპანელ პაუ გასოლს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" დატოვება სურს და "ჩიკაგო ბულსში" გადასვლაზე უარს არ ამბობს. თუმცა, ზემოხსენებული ჟურნალის კორესპონდენტის თქმით, გასოლისთვის ურიგო ვარიანტი არც "ატლანტა ჰოქსი" იქნება.

ოღონდ გაცვლა უნდა განხორციელდეს - პაუს სანაცვლოდ "ლეიკერსს" ფორვარდმა ჯოშ სმიტმა და ცენტრმა ზაზა ფაჩული
ამ უნდა მიაშურონო.

რამდენად მოიგებს ამ "ტრეიდით" "ატლანტა", ძნელი სათქმელია. ჩვენი გადასახედიდან კი ფაჩულიას "ლეიკერსში" გადასვლა ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს.

ვარაუდებიდან რეალობაზე გადავინაცვლოთ: ზაზას "ჰოქსთან" კონტრაქტი 1013 წლამდე აკავშირებს.

ასე რომ, ხელშეკრულების მიხედვით, 28 წლის და 212 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს "ატლანტაში" კიდევ ერთი სეზონი აქვს სათამაშო.

ვარაუდი: ზაზა ლეიკერსში, გასოლი ატლანტაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული