თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" "ოოსტენდესთან" ფინალური სერიის მეხუთე მატჩი (მანამდე 2:2 იყო) ოვერტაიმში მინიმალური სხვაობით წააგო.
არადა, თოკოს ზუსტი ტყორცნის შემდეგ სირენამდე 30 წამით ადრე სტუმრები 74:72 იგებდნენ...
გადამწყვეტი ლოიესკის ზუსტი სამქულიანი გამოდგა - 75:74.
შენგელიამ 24 წუთი ითამაშა, 14 ქულა (9-დან 6 ორქულიანი), 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"