თორნიკე შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
The End (დასასრული) - ასე წერია ამერიკული ფილმების ბოლოს. სხვა კინოსურათებისა არ ვიცი, მაგრამ ბელგიის ჩემპიონატის სიუჟეტი მეტად საინტერესოდ განვითარდა და დრამატულად დასრულდა.

თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" "ოოსტენდესთან" ფინალური სერიის მეხუთე მატჩი (მანამდე 2:2 იყო) ოვერტაიმში მინიმალური სხვაობით წააგო.

არადა, თოკოს ზუსტი ტყორცნის შემდეგ სირენამდე 30 წამით ადრე სტუმრები 74:72 იგებდნენ...

გადამწყვეტი ლოიესკის ზუსტი სამქულიანი გამოდგა - 75:74.

შენგელიამ 24 წუთი ითამაშა, 14 ქულა (9-დან 6 ორქულიანი), 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული