ტრევიზოს კემპი ქართული დერბით დაიწყო

AutoSharing Option
მსოფლიოში განთქმული საკალათბურთო ტალანტების კემპი 11 ივნისს იტალიის ქალაქ ტრევიზოში დაიწყო.

პირველსავე დღეს ერთმანეთს ქართველი კალათბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ. ერთმანეთის წინაშე თორნიკე შენგელია და ნიკა მეტრეველი წარსდგნენ.

შენგელია მე-4 ნომრის მქონე გუნდში მოხვდა, რომელმაც პირველ გუნდს, სადაც მეტრეველიც ირიცხებოდა, 73:60 სძლია. ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში არცერთი ყოფილა. თორნიკემ მოედანზე 20 წუთი გაატარა და სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

შენგელიამ 7-იდან 3 ორქულიანი და 5-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა, ბურთი
ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი სამჯერ დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება მეტრეველს, მან 13 წუთში 2-იდან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 ჯარიმა მიიღო და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ამდენჯერვე დაირღვა.

11 ივნისს გამართული მატჩებიდან საუკეთესო კალათბურთელები შეირჩნენ და დღის ბოლოს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩში 70:45 იმარჯვეს. საუკეთესოთა კრებულში ქართველი კალათბურთელები ვერ მოხვდნენ.

ტრევიზოს კემპი კიდევ 2 დღეს გაგრძელდება და 12 ივნისს დასრულდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული