ვარსკვლავთა შორის ქართველი ახალგაზრდა მართლაც ვარსკვლავურად გაისარჯა. გადამეტებულს რომ არაფერს ვამბობთ, სტატისტიკაც ადასტურებს: აის-თან მატჩში მან 22 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 20 ქულა, 9 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი, 1 დაფარება. თორნიკემ 17 ორქულიანი სტყორცნა და 10 ჩააგდო.
თითო სამიანი და საჯარიმო ააცილა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (24), იგი მატჩში
მეორე დღეს (12 ივნისს) საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრაში შენგელიამ ვარსკვლავთა შემადგენლობაში ასევე შედეგიანად ითამაშა: 23 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ამჯერად მან 13-იდან 8 ორქულიანი მოათავსა ფრანგების კალათში.
* * *
12 და 11 ივნისს მხოლოდ ევროპის ნაკრებების შეხვედრები როდი გაიმართა - შენგელიამ "გუნდი 4-ის" შემადგენლობაში 2 მატჩი ითამაშა, ხოლო ნიკა მეტრეველმა "გუნდი 1-ში" - ერთი შეხვედრა.
თორნიკეს თანაგუნდელებმა ორივე მატჩი მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. ჯერ "გუნდი 3-თან" 48:44 იმარჯვეს, 12 ივნისს "გუნდი 2-თან" - 66:27.
პირველ მატჩში შენგელიას ანგარიშზე 4 ქულა და თითო მოხსნა-ჩაჭრა (20 წუთში) ჩაიწერა. მეორეში - ასევე 20 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 5 შედეგიანი გადაცემა.
ამ შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველმა მაღალი პროცენტული სიზუსტით ისროლა (5/4 ორქულიანი, 1/1 სამიანი, 2/1 საჯარიმო) და მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, შეხვედრაში საუკეთესო იყო - 20.
ნიკა მეტრეველის "გუნდი 1-მა" ჯერ "გუნდი 2-ს" 72:64 სძლია, 12 ივნისს "გუნდი 3-ს" - 56:41. ნიკამ ბოლო შეხვედრაში ითამაშა: 21 წუთი, 5 ქულა (4-იდან 1 ორქულიანი, 1-იდან 1 სამიანი), 3 მოხსნა, 1 დაფარება.
ჯერ სტატისტიკური მონაცემებით შემოვიფარგლოთ, ტრევიზოს კემპის შესახებ უფრო ვრცლად უახლოეს დღეებში მოგითხრობთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"