თორნიკე შენგელია ევროპის ნაკრებში

AutoSharing Option
ტრევიზოში NBA-ს მიერ ორგანიზებული კემპის მეორე და მესამე დღეს 20 წლის თორნიკე შენგელიამ ვარსკვლავთა ნაკრებში ითამაშა. ჯერ აის-თან 75:46 გაიმარჯვა, შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს 66:60 სძლია.

ვარსკვლავთა შორის ქართველი ახალგაზრდა მართლაც ვარსკვლავურად გაისარჯა. გადამეტებულს რომ არაფერს ვამბობთ, სტატისტიკაც ადასტურებს: აის-თან მატჩში მან 22 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 20 ქულა, 9 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი, 1 დაფარება. თორნიკემ 17 ორქულიანი სტყორცნა და 10 ჩააგდო.

თითო სამიანი და საჯარიმო ააცილა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (24), იგი მატჩში
საუკეთესო იყო და შეხვედრის MVP-ად დასახელდა.

მეორე დღეს (12 ივნისს) საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრაში შენგელიამ ვარსკვლავთა შემადგენლობაში ასევე შედეგიანად ითამაშა: 23 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ამჯერად მან 13-იდან 8 ორქულიანი მოათავსა ფრანგების კალათში.

* * *

12 და 11 ივნისს მხოლოდ ევროპის ნაკრებების შეხვედრები როდი გაიმართა - შენგელიამ "გუნდი 4-ის" შემადგენლობაში 2 მატჩი ითამაშა, ხოლო ნიკა მეტრეველმა "გუნდი 1-ში" - ერთი შეხვედრა.

თორნიკეს თანაგუნდელებმა ორივე მატჩი მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. ჯერ "გუნდი 3-თან" 48:44 იმარჯვეს, 12 ივნისს "გუნდი 2-თან" - 66:27.

პირველ მატჩში შენგელიას ანგარიშზე 4 ქულა და თითო მოხსნა-ჩაჭრა (20 წუთში) ჩაიწერა. მეორეში - ასევე 20 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 5 შედეგიანი გადაცემა.

ამ შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველმა მაღალი პროცენტული სიზუსტით ისროლა (5/4 ორქულიანი, 1/1 სამიანი, 2/1 საჯარიმო) და მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, შეხვედრაში საუკეთესო იყო - 20.

ნიკა მეტრეველის "გუნდი 1-მა" ჯერ "გუნდი 2-ს" 72:64 სძლია, 12 ივნისს "გუნდი 3-ს" - 56:41. ნიკამ ბოლო შეხვედრაში ითამაშა: 21 წუთი, 5 ქულა (4-იდან 1 ორქულიანი, 1-იდან 1 სამიანი), 3 მოხსნა, 1 დაფარება.

ჯერ სტატისტიკური მონაცემებით შემოვიფარგლოთ, ტრევიზოს კემპის შესახებ უფრო ვრცლად უახლოეს დღეებში მოგითხრობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული