თორნიკე შენგელია დრაფტზე აიყვანეს

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია დრაფტის მეორე რაუნდში 24-ე ნომრის მქონე "ფილადელფიამ" აიყვანა, თუმცა რამდენიმე წუთში იგი "ნიუ ჯერსი ნეთსს" დაუთმო.

ნიუჯერსელებმა ქართველ ფორვარდში გარკვეული თანხა გადაიხადეს. როგორც ერთ-ერთმა ამერიკულმა ვებგვერდმა ივარაუდა, შესაძლოა, "ნიუ ჯერსის" მფლობელ რუს ოლიგარქ მიხეილ პროხოროვს გარკვეული ინტერესი აქვს შენგელიასადმი.

რაც შეეხება თავად ნიუჯერსელებს, მათ ამ დრაფტზე მოთამაშის აყვანის უფლება არ ჰქონიათ, რომელიც, სავარაუდოდ, რომელიღაც ტრანსფერის დროს სხვა გუნდს დაუთმეს.

ნიუჯერსულ ვებგვერდებზე უკვე გამოქვეყნდა თორნიკე შენგელიას დეტალური დახასიათება, რაც იმის იმედს იძლევა, რომ "ნიუ ჯერსი" ქ
ართველი ფორვარდით დაინტერესებულია.

ჯერ არ არის ცნობილი, დარჩება თუ არა შენგელია ამერიკაში და მიიღებს თუ არა მონაწილეობას იმ საზაფხულო ლიგებში, რომლებშიც კლუბები დრაფტზე აყვანილ ახალგაზრდებს სცდიან და გადაწყვეტილებას იღებენ, გაუფორმონ თუ არა ახალბედას კონტრაქტი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრაფტზე ყველაზე მაღალ ნომრად აყვანილი ევროპელი ფრანგი ევან ფურნიეა, რომელიც "დენვერმა" პირველ რაუნდში, მე-20 ნომრად აიყვანა.

მეორე რაუნდის მე-2 ნომრად აიყვანა "ვაშინგტონმა" ჩეხი ტომაშ სატორანსკი, ხოლო ბერძენ კოსტანტინოს პაპანიკოლაუს "ნიუ იორკმა" მეორე რაუნდის მე-18 არჩევანი დაახარჯა.

ნიუჯერსელებმა ასევე იყიდეს მეორე რაუნდის მე-11 არჩევანის მქონე "პორტლენდის" ხმა და სწორედ მათ დარჩათ ამ ნომრად არჩეული ამერიკელი ტაიშონ ტაილერი.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგია,ძაან მიხარია თორნიკეს წარმატება,იმედია დაიტოვებენ და მომავალ წელს კიდევ 1 ქართველი შეემატება NBA-ს...ზაზას ვენაცვალე,მაგარი კაცია :))
nika_japana
13:20 29-06-2012
0
ვულოცავ თორნიკეს ამ წარმატებას. უმრავლის საქართველოს ასეთი ჯანმრთელი ვაჟკაცები.
marina
14:34 29-06-2012
0

სიახლეები პოპულარული