Sportando.net: ვიქტორ სანიკიძე სიენას "მონტეპასკიში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან და მოქმედ ჩემპიონთან, სიენას "მონტეპასკისთან" კონტრაქტი გააფორმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საკალათბურთო ვებ-გვერდი Sportando.net ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სანიკიძემ ბოლონიურ "ვირტუსში" სამი სეზონი გაატარა და გასულ ჩემპიონატში საშუალოდ ორმაგ დუბლს აგროვებდა.

იტალიელთა ინფორმაციით, ვიქტორს საკუთარ რიგებში ესპანური, რუსული და თურქული გუნდები ეპატიჟებოდნენ, თუმცა, მან ისევ აპენინებზე დარჩენა ამჯობინა.

"მონტეპასკი" იტალიის შვიდგზის ჩემპიონია, ქვეყნის თასი ოთჯერ მოუგია, სუპერთასი კი ექვსჯერ.

"მონტეპასკში" ქართველ კალათბურთელს უკვე უთამაშია. 2005-2007 წლებში იტალიური გრანდის შემადგენლობაში ვლადიმერ ბოისა ირიცხებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული