ზაზა ფაჩულიას ქალიშვილი შეეძინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ატლანტა ჰოუქსის" ცენტრს, ზაზა ფაჩულიას 9 ივლისს ქალიშვილი შეეძინა.

პატარა მარიამი კალათბურთელისთვის მესამე შვილია. ზაზას და მის მეუღლეს, თიკა ალავიძეს, ორი ვაჟი - დათა და საბა ჰყავთ.

ზაზა ინტერვიუებში ხშირად აცხადებდა, რომ მისი მიზანია, ჰყავდეს სულ მცირე, ხუთი ბიჭი, რომ საკალათბურთო გუნდის ძირითადი შემადგენლობა შეავსოს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია 2003 წელს, NBA-ს დრაფტის მეორე რაუნდში, 42-ე ნომრად "ორლანდო მეჯიქმა" აირჩია, რომლის შემადგენლობაში ქართველმა ცენტრმა 2003-04 წლების სეზონი ჩაატარა.

ამის შემდეგ ფაჩულიამ ლიგის ახალწვეულმა გუნდმა "შარლოტა ბობქეისტმა" გაფართოებულ
დრაფტზე აირჩია და "მიულოკი ბაქსში" რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე გაგზავნა.

2005 წელს კი ფაჩულიამ კონტრაქტი "ატლანტასთან" გააფორმა, ხოლო 2009 წლის 8 ივლისს ფაჩულიამ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და "ატლანტასთან" უკვე ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

Sportall.Ge

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული