საზაფხულო ლიგაზე მწვრთნელებმა თორნიკე შენგელიას მეტი ნდობა გამოუცხადეს

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბრუკლინ ნეთსმა" ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და მეოთხედ დამარცხდა.

ამჯერად ბრუკლინელებმა "ოკლაჰომასთან" დათმეს (86:87), რომლის რიგებში გამთამაშებლის პოზიციაზე მარკიზ ჰეინსმა ითამაშა. მან თავი დადებითი კუთხით წარმოაჩინა, 17 წუთში 7 ქულა და 7 პასი მოაგროვა.

მწვრთნელებმა თორნიკე შენგელიას მეტი ნდობა გამოუცხადეს - 27 წუთი ათამაშეს. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 8 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება, 3 ფოლი, 4 შეცდომა. თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო ერთი სამქულიანი მიზანს ააცილა.

"ბრუკლინის" შემადგენლობაში
არც ამჯერად უთამაშია საქართველოს ნაკრების ყოფილ უკანახაზელ ტორინ გრინს.

შენგელია VS ჰეინსი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელიას 17-ქულიანი განაცხადი NBA-ში დარჩენაზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული