"ბრუკლინის" თავკაცი: თორნიკე შენგელია შთამბეჭდავია, ენერგიული და მებრძოლი

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ "ორლანდოს" საზაფხულო ლიგა 16 ქულით დახურა. მან 19 წუთში 10-დან 6 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 16 ქულას 3 დაფარება, 4 ჩაჭრა და 2 მოხსნა მიამატა.

მისი და ბრუკსის (34 ქულა) თამაში "ბრუკლინის" გამარჯვების საწინდარი გამოდგა. მან ლიგაზე პირველი მატჩი სწორედ 13 ივლისს მოიგო ("ინდიანასთან", 90:77) და ლიგას თავაწეული დაემშვიდობა.

შენგელიამ არაერთი სპეციალისტის კომპლიმენტი დაიმსახურა, მათ შორის საზაფხულო ლიგაზე "ბრუკლინის" თავკაცის ჯონსის:

- თორნიკე შთამბეჭდავია, ენერგიული, მებრძოლი... მსუბუქ ფორვარდად დავაყენე, იბრძოლა, მძიმე ფორვარდად, - იბრძოლა. მოედანზე ძალიან სწრაფად
გადაადგილდება. კარგი კალათბურთელია დიდებული ინსტინქტებით.

ახლა ჯერი მთავარ მწვრთნელზეა, სწორედ ეივერი ჯონსონმა უნდა გადაწყვიტოს შენგელიას "ბრუკლინის" 13-კაციან სიაში ჩაწერის საკითხი.

16 ქულა და მწვრთნელის კომპლიმენტი: შთამბეჭდავია! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საზაფხულო ლიგაზე მწვრთნელებმა თორნიკე შენგელიას მეტი ნდობა გამოუცხადეს
ამერიკელი კომენტატორი: თორნიკე შენგელია ყველგანაა!
თორნიკე შენგელია: გული დამწყდება, ამერიკაში თუ ვერ დავრჩები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული