ბოისა ოლიმპიას პრეზენტაციაზე

AutoSharing Option
კარსმომდგარი სეზონის წინ ევროპული კლუბები პრეზენტაციებს ერთმანეთის მიყოლებით აწყობენ. სხვებს არც სლოვენიის "ოლიმპია" ჩამორჩა, ღია ვარჯიშზე ჟურნალისტებს და ქომაგებს შეხვდა. კალათბურთელებმა წინასასეზონო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები დაარიგეს.

სლოვენიაშია ვლადიმერ ბოისა, რომელიც "ოლიმპიას" პრეზენტაციას დაესწრო და როგორც გუნდის სრულუფლებიანმა წევრმა, სურათიც გადაიღო, რომელსაც აქვე იხილავთ.

აი, რა წერია გაზეთ "ჟურნალ-24"-ში:

"მართალია, ვლადიმერ ბოისას "ოლიმპიასთან" კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ იგი მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ ოლიმპიელთა ღირსებას დაიცავს. ამიტომ მისი პრეზენტაციაზე ხილვა გასაკვირი სულაც არ იყო".
ვოვამ მუხლი ივნისის დასაწყისში
ხორვატიის ჩემპიონატის ფინალში იტკინა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. იგი ვარაუდობს, რომ მოედანს ან დეკემბერში დაუბრუნდება, ან იანვრის დასაწყისში. "ოლიმპიასთან" კონტრაქტიც მისი მომჯობინების შემდეგ გაფორმდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული