კლუბის ხელმძღვანელობა სატრანსფერო პოლიტიკას აქტიურად წარმართავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მომავალი სეზონისთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მეტრეველი გასულ სეზონში იტალიურ "დინამო სასარიში" გამოდიოდა, მანამდე "რიმინი კრაბსის" ღირსებას იცავდა, უფრო ადრე - "მონფერატოსი".
მას მოქმედი კონტრაქტი აქვს სიენას "მონტეპასკისთან". შარშან "დინამოში" განათხოვრების წესით თამაშობდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ "ნაპოლიშიც" იჯარით გადავა.