ნიკა ცქიტიშვილმა ფუენლაბრადა გაიხსენა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტური პარასკევს "ესტუდიანტესი"-"რეალის" მატჩით გაიხსნა. ტაირონ ელისმა 1 ქულა რომ ჩააგდო, ხოლო სტუდენტებმა 79:84 რომ წააგეს, შაბათის ნომერში წაიკითხავდით. შაბათსვე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ფორვარდმა ქუინტონ ჰოსლიმ ითამაშა, ხოლო კვირას - ნიკა ცქიტიშვილმა და ტორინ გრინმა.

ჰოსლის "ხუვენტუდი" ელისის ყოფილ კლუბ "კახასოლს" ესტუმრა და 80:85 დათმო. ქუინტონმა ესპანეთის პირველობის საწყის ტურშიც დაამტკიცა, რომ კარგი კალათბურთელია - სევილიელებთან მატჩში 30 წუთში 13 ქულა (3-დან 3 სამქულიანი), 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მან მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

ლაგუნ
აროელი ნიკა ცქიტიშვილი ყოფილ კლუბთან, "ფუენლაბრადასთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში სათადარიგო იყო, თუმცა სათამაშოდ საკმარისი დრო ერგო - 28 წუთი. დროის ამ მონაკვეთში მან 6-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 9 ქულას 7 მოხსნა და 1 პასი მიამატა.

ნიკას დარად "ლაგუნ აროს" დანარჩენმა კალათბურთელებმაც იბრძოლეს, მაგრამ პირველ პერიოდში ჩავარდნა მომდევნო 30 წუთში ვერ გამოასწორეს. "ფუენლაბრადამ" საშინაო კედლებში საწყისი მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა - 21:11 მოიგო. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, მას მერე მასპინძლებმა სან-სებასტიანელებს დაცვაში კარგი თამაშის წყალობით მხოლოდ 4 ქულით მიახლოვების საუალება მისცეს (39:43). საბოლოოდ 71:64 "ფუენლაბრადას" სასარგებლოდ.

მატჩის ბომბარდირობა ორმა კალათბურთელმა გაიყო: კრისტაფს ვალტერსმა ("ფუენლაბრადა") და ჯიმი ბარონმა ("ლაგუნ არო"). მათ ანგარიშზე 19-19 ქულაა.

ტორინ გრინის "გრან კანარია" კატალონიაში "ბარსელონას" ეწვია და შინ გაწბილებული გაბრუნდა - 58:83. ვერც გრინმა იყოჩაღა - 17 წუთში თითო ქულა-მოხსნა მოაგროვა. მან 2 ორქულიანი და 3 საჯარიმო სტყორცნა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული