გიორგი ცინცაძე კარიერას კიევის "ბუდიველნიკში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი ცინცაძე კარიერას უკრაინულ კლუბში გააგრძელებს.

თბილისის "ოლიმპის" უკანახაზელი, რომელიც ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ტურნირში ასპარეზობს, კიევის "ბუდიველნიკში" ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი - "სოხუმის" ყოფილი თავკაცი, ამჟამად საქართველოს ნაკრების მეტოქე ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აინარს ბაგატსკისი წვრთნის.

უკრაინული კლუბის ოფიციალური საიტის თანახმად, 26 წლის ქართველის კონტრაქტი "ბუდიველნიკთან" ერთი სეზონით განისაზღვრა.

თავის ახალ გუნდს გიორგი სექტემბრის ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაადრევი იკო ჯერ კონტრაკტი? --ბაგატსკისის მხრიდან კი ტაკტიკა
aia.
20:27 31-08-2012
0
gizog უკრაინისთვის არ გემეტება და ოლიმპში უნდა იყოს ? :დ ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა ევროპაში იტალია,ესპანეთი,რუსეთი,თურქეთის შემდეგ
0

სიახლეები პოპულარული