ჯერ საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილაო - თქვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი ტრანსფერი მწიფდებოდა.
იმავე დღისით ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს ნაკრების თამაშის ორგანიზებაში დიდი წვლილი პლეიმეიქერ გიორგი ცინცაძეს მიუძღვისო.
ბატონმა აინარსმა "ბუ" (ცინცაძის მეტსახელი) 2009 წელსაც გადაიყვანა "ენისეიში", მაგრამ გიორგის რუსეთის ვიზა არ მისცეს და კონტრაქტიც ისე გაუქმდა, რომ მან ბაგაცკისის ხელმძღვანელობით ერთი ვარჯიშიც ვერ ჩაატარა.
...და აი, აინარს ბაგაცკისმა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი კვლავ
აი, რა წერია უკრაინულ გამოცემა "ჩემპიონში":
"საქართველოს ნაკრების 26 წლის გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ "ბუდიველნიკთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მას ზურგს უმაგრებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილება, სხვადასხვა დროს გამოდიოდა მოსკოვის ცსკა-ში, ესტონეთის "ტარტუ როკში", ხოლო მოსკოვის "დინამოსთან" ერთად ულების თასი მოიგო. ცინცაძე საქართველოს ნაკრებში 2004 წლიდან გამოდის.
ის და არტურ დროზდოვი "ბუდიველნიკის" საწვრთნელ პროცესში ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ ჩაერთვებიან."
ბოლოს ისევ აინარს ბაგაცკისს მოვუსმინოთ:
- 2011-12 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "კრივბასიდან" წასვლა რომ გადავწყვიტე, მაგიდაზე ოთხი მიწვევა მედო - სამი უკრაინიდან. საბოლოოდ ავარჩიე ამბიციური გუნდი "ბუდიველნიკი", რომელიც უკრაინაშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს და ახალ სეზონს ევროთასის ჯგუფური ეტაპიდან იწყებს.
ევროთასი სწორედ ის შეჯიბრებაა, რომელიც 2006 წელს გიორგი ცინცაძეს მოგებული აქვს.
დოსიე
გიორგი ცინცაძე
დაიბადა: 07.02.1986
სიმაღლე: 192 სმ.
წონა: 90 კგ.
ამპლუა: გამთამაშებელი
საკლუბო კარიერა
2001-02 თბილისის "აკადემია"
2003 ბათუმის "ბასკო"
2003-04 რუსეთის ცსკა
2004 რუსეთის "სამარა"
2005 რუსეთის "ურალ გრეიტი"
2005-06 რუსეთის "დინამო"
2006-09 ესტონეთის "ტარტუ როკი"
2009 საბერძნეთის "ტრიკალა"
2009-10 უკრაინის "დონეცკი"
2010 პოლონეთის "სოპოტი"
2010-11 ესტონეთის "ტარტუ როკი"
2012 თბილისის "ოლიმპი"
მიღწევები
ახალგაზრდული ევროლიგის ჩემპიონი (2004), რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 08), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"