დუდა სანაძე "სან-დიეგოში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი დუდა სანაძე კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. იგი სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა და კოლეჯების ლიგაში ამ გუნდის სახელით იასპარეზებს. დუდა ამერიკაშია და ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა.

"სან დიეგოს" ოფიციალურ ვებ-საიტზე სანაძის გადასვლას კალათბურთელთა გუნდის მწვრთნელიც გამოეხმაურა: "ბილ გრირმა გუნდის შემადგენლობა ქართველი მსროლელით შეავსო. 2012-13 წლების სეზონში "სან დიეგოში" ითამაშებს 1992 წელს დაბადებული დუდა სანაძე.

- ვთვლი, რომ იღბალმა გაგვიღიმა კარსმომდგარი სეზონის წინ დუდა სანაძის კალიბრის კალათბურთელი რომ დავიმატეთ. იგი კარგი მსროლელია, განსაკუთრებით კი ნახტომში ტყორცნებით გამოირჩევა.

დუდა
კარგად გრძნობს თამაშს და იცის მოედანზე რა როდის უნდა გააკეთოს,
- განაცხადა "სან-დიეგოს" თავკაცმა ბილ გრირმა.

სანაძემ ამ ზაფხულს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზა, 9 მატჩში საშუალოდ 17.2 ქულას, 5.3 მოხსნასა და 1.2 პასს აგროვებდა.

ასეთი მაჩვენებლით იგი ჩემპიონატის მონაწილეთა შორის მეორე იყო. დუდამ 20 და მეტი ქულა ოთხ მატჩში ჩააგდო, შვედეთთან 27 ქულას მოუყარა თავი, ხოლო თურქეთთან - 25-ს."

იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალი ზაფხულისთვის დუდა სანაძე ისეთ კონდიციებში იქნება, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც დაიმკვიდრებს ადგილს.

შეგახსენებთ, რომ იგი ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა ახალგაზრდული გუნდის სამ წევრთან ერთად წლეულსაც მიიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული