ბექა ბურჯანაძემ "კასერესს" 8 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
18 წლის ბექა ბურჯანაძე სევილიურ "კახასოლთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ბექას თანაგუნდელებმა მოსამზადებელ ეტაპზე მეორე მატჩი ჩაატარეს და ამჯერადაც გაიმარჯვეს - სტუმრად "კასერესს" ლამაზი ანგარიშით სძლიეს, 100:55.

წარმატებაში 15-ქულიანი წვლილი შეიტანა ასბერიმ, ხოლო 10 ქულა მიითვალა ბაქმენმა. დანარჩენებმა 10-ქულიანი ბარიერი ვერ გადალახეს, თუმცა ურიგო შედეგი არ ჰქონია ბურჯანაძეს. იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მატჩი 8 ქულით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში "კახასოლმა" ხორვატიის "ციბონას" 91:71 სძლია. იმ შეხვედრაში ბურჯანაძემ 9 ქულა ჩააგდო.

ესპანეთის ჩემპიონატი 29 სექტემბერს იწყება. სევილიური "კახასოლი"
გახსნით შეხვედრაში "მურსიას" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული