საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა მეტრეველი ახლოსაა იტალიურ "ბრეშიაში" გადასვლასთან. ეს ინფორმაცია გამოცემა "ევრობასკეტმა" 13 სექტემბერს გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კონტრაქტით სიენას "მონტეპასკის" ეკუთვნის და "ბრეშიაში", სავარაუდოდ, იჯარის წესით გაანათხოვრებენ. გასულ სეზონში მეტრეველი ასეთივე პირობით სარდინიულ "დინამო სასარიში" გამოდიოდა.