ვიქტორ სანიკიძემ "სიენაში" დებიუტი 7 ქულით აღნიშნა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "სიენური" დებიუტი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კალიარის ტურნირზე "მონტეპასკის" შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა და მოედანი 7 ქულით დატოვა.

სიენელების მეტოქე ლიუბლიანის "ოლიმპია" იყო, რომელიც სანიკიძის გუნდმა 70:51 გაანადგურა.

პირველი ტაიმის შემდეგ "მონტეპასკი" სლოვენიის საუკეთესო კლუბს მხოლოდ 4 ქულით უგებდა, დარჩენილ დროში კი იტალიური გრანდის უპირატესობა უფრო აშკარა გახდა.

სიენელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს სამი კალათბურთელი გადასცდა. მოსმა 16 ქულა მიითვალა, ბრაუნმა – 14, კაშუნმა – 12.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიქტორ შენი წარმატებები ყველგან გვახარებს, სულ გამარჯვებებით გევლოს
gizog
16:20 16-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული