სიენელების მეტოქე ლიუბლიანის "ოლიმპია" იყო, რომელიც სანიკიძის გუნდმა 70:51 გაანადგურა.
პირველი ტაიმის შემდეგ "მონტეპასკი" სლოვენიის საუკეთესო კლუბს მხოლოდ 4 ქულით უგებდა, დარჩენილ დროში კი იტალიური გრანდის უპირატესობა უფრო აშკარა გახდა.
სიენელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს სამი კალათბურთელი გადასცდა. მოსმა 16 ქულა მიითვალა, ბრაუნმა – 14, კაშუნმა – 12.
gbf.ge