მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ენცო ლეფებრეს თასი მოიგო

AutoSharing Option
სანამ იტალიაში სერია A-ს სეზონი დაიწყებოდეს, ამხანაგური მატჩები და ტურნირები იმართება.

ერთ-ერთი ასეთი ტურნირი, სახელწოდებით "ჩიტა დი კაორლე" მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" მოიგო და ცნობილი იტალიელი კალათბურთელის, ენცო ლეფებრეს თასს დაეუფლა.

ორდღიან ტურნირშ 4 გუნდი მონაწილეობდა - მილანის "ემპორიო არმანი", "ვირტუს ბოლონია", "ნიუ იორკერ ფანტომსი" და "კანტუ".

მარკოიშვილის გუნდმა ნახევარფინალში ნიუიორკელები 89:79 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდი, რასაც 1 საჯარიმოც მიამატა და საბოლოოდ 7 ქულა დააგროვა. მატჩის ბომბარდირი ნიკოლას მაცარინო გახდა 20 ქულით.

ფინალურ მატჩში კანტუელები ვიქტორ სანიკიძის ყოფილ
გუნდ "ვირტუსს" შეხვდნენ, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში - 73:71 დაამარცხეს.

ქართველმა უკანახაზელმა ამჯერად 12 ქულა მოინაგრა. მარკოიშვილმა 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 2 სამიანი ჩააგდო. კანტუელთაგან საუკეთესო ჯერი სმიტმა მანუჩარზე 3-ით მეტი, 15 ქულა ჩააგდო.

სერია A 2 ოქტომბერს იწყება, რომლის პირველ ტურშიც კანტუელები "ვენეციას" დაუპირისპირდებიან.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული