ვიქტორ სანიკიძე თავის ახალ გუნდ "სიენაში" ერთ-ერთი საუკეთესოა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ თავის ახალ გუნდ "სიენაში" მეორე მატჩი ჩაატარა და ცხადყო, რომ კლუბის ხელმძღვანელები არჩევანში არ შემცდარან.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ათენის "ოლიმპიაკოსთან" გამართულ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მატჩი ქალაქ კალიარის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ჩატარდა. ერთი დღით ადრე სანიკიძემ ამავე ტურნირზე ლუბლიანას "ოლიმპიას" წინააღმდეგ ითამაშა და 7 ქულა მოინაგრა. ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ "ოლიმპიაკოსთან" კი ქართველმა ფორვარდმა 12 ქულა ჩააგდო და 2 ქულით ჩამორჩა სიენელთა ბომბარდირ მარკუს ბრაუნს.

რაც შეეხება მატჩს, "სიენა" მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა და საბოლოოდ შეხვედრა 4 ქულის სხვაობით
- 67:71 დათმო.

მორიგი მატჩი სიენელებს იტალიის სუპერთასზე უწევთ. სანიკიძის გუნდი მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" დაუპირისპირდება.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული