გიორგი შერმადინი: ვიცი, რას ელიან ჩემგან "მაქაბიში"

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივის აეროპორტში მას ყვითელ ფორმებში გამოწყობილი გულშემატკივრები დახვდნენ.

23 წლის ცენტრმა მათ საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაუზიარა და ავტოგრაფებიც ჩამოარიგა.

"მაქაბის" ოფიციალურ საიტზე კი გიორგისა და მენსა-ბონსუს თელ-ავივში ჩასვლას ცალკე სტატია მიეძღვნა, რომელშიც შერმადინის მოსაზრებებსაც შეხვდებით:

"მოხარული ვარ, რომ "მაქაბის" დარ გუნდში თამაშის საშუალება მეძლევა. ისრაელში იმედიანად ჩამოვედი და მოუთმენლად ველი შანსს, გუნდს სათანადოდ დავეხმარო.

"მაქაბის" წინააღმდეგ ბოლო ორ სეზონში ოთხჯერ ვითამაშე და გუნდის სათამაშო სტილს კარგად ვიცნობ. ისიც ვიცი, რასაც ელიან
ჩემგან. ვფიქრობ, საინტერესო სეზონი გველის".

გიორგიმ იქვე დასძინა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად "გრძელი ზაფხული" ჰქონდა, თუმცა ორი-სამი დღის დასვენების შემდეგ "მაქაბიში" სათამაშოდ მზად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული