ვიქტორ სანიკიძე "მონტეპასკი"-"პესაროს" მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძე სიენას "მონტეპასკიშიც" გუნდის ლიდერად ჩავიდა. 19 სექტემბერს "ბელაველიას მემორიალზე" მისმა გუნდმა "პესარო" 87:69 დაამარცხა.

ქართველი თავდამსხმელი მატჩში ყველაზე სასარგებლო იყო (მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს შეადგენდა), 26 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა და მეტოქეები აიძულა, მასთან ორთაბრძოლისას წესები ექვსჯერ დაერღვიათ.

ვიქტორმა ოთხივე ორქულიანი მიზანში მოარტყა, ხოლო 3 საჯარიმოდან 2 გამოიყენა.

გამოცემა "ბასკეტინსაიდის" მიმოხილვაში ვკითხულობთ: მატჩის ემ-ვი-პი (MVP) "მონტეპასკის" ახალწვეული სანიკიძე გახდაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე თავის ახალ გუნდ "სიენაში" ერთ-ერთი საუკეთესოა

ვიქტორ სანიკიძემ "სიენაში" დებიუტი 7 ქულით აღნიშნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული