მან უკლებლივ ყველა საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდს ქულებითაც ეხმარება და მოხსნებითაც.
ბოლო მატჩი მისი "კახასოლისთვის" წარმატებული გამოდგა - სევილიელებმა სამმატჩიანი შესვენების შემდეგ გამარჯვებას მიაღწიეს. თანაც სტუმრად, "ვალიადოლიდთან". "კახასოლს" 100 ქულამდე მისაღწევად 5 დააკლდა - 95:67.
ბექამ თანაგუნდელებს 3 ქულა შეაშველა. მატჩის ბომბარდირი სევილიელი ბოგდანოვიჩი გახდა (20 ქულა), ჰოლანდმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ხოლო ესბარიმ -
ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ტურში, 29 სექტემბერს "კახასოლი" "მურსიას" მიიღებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"