ბექა ბურჯანაძის გამარჯვება "ვალიადოლიდთან"

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატი 29 სექტემბერს დაიწყება. მასში მონაწილე გუნდები გამალებით ემზადებიან კარსმომდგარი პირველობისთვის. მათ შორისაა სევილიური "კახასოლი", რომელშიც 18 წლის ქართველი ბექა ბურჯანაძე ირიცხება.

მან უკლებლივ ყველა საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდს ქულებითაც ეხმარება და მოხსნებითაც.

ბოლო მატჩი მისი "კახასოლისთვის" წარმატებული გამოდგა - სევილიელებმა სამმატჩიანი შესვენების შემდეგ გამარჯვებას მიაღწიეს. თანაც სტუმრად, "ვალიადოლიდთან". "კახასოლს" 100 ქულამდე მისაღწევად 5 დააკლდა - 95:67.

ბექამ თანაგუნდელებს 3 ქულა შეაშველა. მატჩის ბომბარდირი სევილიელი ბოგდანოვიჩი გახდა (20 ქულა), ჰოლანდმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ხოლო ესბარიმ -
16.

ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ტურში, 29 სექტემბერს "კახასოლი" "მურსიას" მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული