იტალიის სუპერთასი ქართული სცენარით - მარკოიშვილმა სანიკიძეს აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ახალი საკალათბურთო სეზონის პირველი ტიტული ქართველების გუნდებმა გაითამაშეს.

მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ვიქტორ სანიკიძის "სიენას" დაუპირისპირდა (იხილეთ ვიდეო).

იტალიის სუპერთასის გამარჯვებული "კანტუ" გახდა, მანუჩარ მარკოიშვილი კი მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს.

კანტუ-მონტეპასკი 80:73
მანუჩარ მარკოიშვილი (კანტუ): 31 წუთი, 15 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა.
ვიქტორ სანიკიძე (მონტეპასკი): 35 წუთი, 17 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 2-დან 0 სამიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 16 მოხსნა, 1 დაფარება, 1 პასი.

ქრონოლოგია
I პერიოდი
წთ მონტეპასკი ანგ კანტუ
2 0-2 მარკოიშვილი (1+1)
5 სანიკიძე 2ქ 7-2
9 სანიკიძე
1+1 20-11
9 სანიკიძე 2ქ (ჩატენვა) 25-14

II პერიოდი
12 24-24 მარკოიშვილი 3ქ
13 25-26 მარკოიშვილი 2ქ
16 სანიკიძე 1+1 33-28
16 სანიკიძე 1+1 35-31
18 სანიკიძე 1 38-35

III პერიოდი
21 42-40 მარკოიშვილი 3ქ
25 46-46 მარკოიშვილი 2ქ
28 სანიკიძე 2ქ 50-52

IV პერიოდი
33 სანიკიძე 2ქ (ჩატენვა) 64-64
34 64-67 მარკოიშვილი 3ქ
39 სანიკიძე 2ქ 71-73

* * *
"ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტად დაიმსახურა იტალიის სუპერთასი მანუჩარ მარკოიშვილია. იგი მეოთხე წელია, "კანტუს" ნაწილია და დიდ როლს თამაშობს ჩვენს წარმატებაში.

როცა ისე ხატავს, როგორც სუპერთასის მატჩში, მანუ პიკასოს მაგონებს"
, - თქვა "კანტუს" მწვრთნელმა ანდრეა ტრინკიერიმ, რომლის გუნდმა 2003 წლის შემდეგ პირველად მოიგო იტალიის სუპერთასი.

სხვათა შორის, 2003-ში "კანტუელებმა" ბევრისთვის მოულოდნელად აჯობეს მაშინდელ ფავორიტ "ბენეტონს", რომლის ღირსებას სწორედ ახალგაზრდა მარკოიშვილი იცავდა.

22 სექტემბერს კანტუელებმა დაამარცხეს სიენას "მონტეპასკი" (80:73), რომელსაც სულ ერთი კვირაა შეუერთდა მანუს უახლოესი მეგობარი ვიქტორ სანიკიძე.

აი, რა წერია სანიკიძის შესახებ გამოცემა "სიენაში":

"ვიქტორმა 17 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი საოცარი ჰქონდა - 36.

ქართველი ფორვარდი სუპერი იყო, ერთი თავით მაღლა იდგა თითოეულ სიენელზე. იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდებოდა, მის გუნდს რომ მოეგო.

სანიკიძეს ეს ჯილდო მისივე თანამემამულე მარკოიშვილმა წაართვა".


Sportall.Geიტალიურიდან ნათარგმნი ზედა ორი აბზაციდან ვღებულობთ იმაზე გაცილებით რეალისტურ სურათს, ვიდრე პიკასოს ნახატებზეა: იტალიის ორ საუკეთესო გუნდს შორის დაპირისპირებისას ერთი მხრიდან მანუჩარი იყო გამორჩეული, მეორე მხრიდან - ვიქტორი.

აპენინურ მედიაში სუპერთასის მიმოხილვისას ისიც დაიწერა, რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს სანიკიძისა და მარკოიშვილის მონაწილეობით საქართველოს სუპერთასს ვადევნებდით თვალსო.

კიდევ არაერთი სასიამოვნო ფრაზის ამოკითხვა შეიძლებოდა, რომლებზეც ქვემოთ გავამახვილებთ ყურადღებას.

ლა რეპუბლიკა:
ქართული დუელი

მატჩის მიმოხილვაში ერთ ქვეთავს ასეთი სათაური აქვს: "ტიუსი და სანიკიძე":

"ბრაუნი, ჯენინგი, მოსი, სანიკიძე, ეზე - ასეთი იყო "მონტეპასკის" ხუთეული. "კანტუს" სასტარტოში კი გამოჩნდნენ - სმიტი, არადორი, მარკოიშვილი, ლეუნენი და კასინი.

მატჩი კარგად დაიწყო ჰაკეტმა, მეტად სახიფათო იყო სანიკიძე, რომლის ორქულიანის შემდეგ სიენელები ყველაზე დიდი სხვაობით დაწინაურდნენ (+11).

მეორე პერიოდიდან სიტუაცია შეიცვალა, რაც უმთავრესად ტაბუსა და მარკოიშვილის დამსახურებაა. კანტუელმა ქართველმა სამქულიანით ანგარიში მალევე გაათანაბრა - 24:24.

მას მერე გუნდები ბოლო წუთებამდე ყურადღებით იცავდნენ თავს და სხვაობაც 7 ქულას არ ასცილებია.

მეოთხე პერიოდში ვიქტორ სანიკიძემ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა (64:64), თუმცა მომდევნო 34-ე წუთზე მეორე ქართველმა მანუჩარ მარკოიშვილმა სამქულიანით ტაბლოზე მისი გუნდის სასარგებლოდ 67:64 დააფიქსირა.

მას მერე სიენური კლუბი წინ აღარ გასულა. თუმცა ერთ მომენტში მოედანზე დაბრუნებულმა ვიქტორ სანიკიძემ ორქულიანით თქვა: ჯერ არაფერი დასრულებულაო და სხვაობა ორამდე შეამცირა (71:73)...

მაგრამ დარჩენილ დროში საჯარიმოები უშეცდომოდ ისროლეს კანტუელებმა და სუპერთასსაც დაეუფლნენ".

ორლრაუნდი:
ლომი არწივებში

ინტერნეტ-გაზეთ "ოლრაუნში" შეხვედრის რეპორტაჟს ახლავს მწვრთნელების კომენტარები და ქვეთავი სათაურით MVP.

ეს ინგლისური აბრევიატურა ქართულ შიფრში "ყველაზე ღირებულ მოთამაშეს" ნიშნავს.

ცხადია, ქვეთავში მარკოიშვილზეა ლაპარაკი:

"მართალია, გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა ტიუსმა ჩააგდო, კარგადაც გაისარჯა, მაგრამ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად მანუჩარ მარკოიშვილი აღიარეს.

სწორედ მან დაიმსახურა ეპითეტი "სუპერი", რადგან "არწივთა" ("კანტუს" სიმბოლო) რიგებში ლომივით იბრძოდა პირველი წუთიდან ბოლომდე.

მატჩის დასრულების შემდეგ მანუმ რიმინიში ჩასული კანტუელი გულშემატკივრის დამსახურებული ოვაცია მიიღო".


დეილიბასკეტი:
სანიკიძემ ფორმა გამოიცვალა, ციფრები - არა

სხვადასხვა შეფასებებს ვხვდებით კანტუურ და სიენურ გამოცემებში. ლომბარდიულ საიტ "დეილიბასკეტზე" თითოეული კალათბურთელის შრომა ათბალიანი სისტემითაა შეფასებული.

ყველაზე მაღალი, რვა ქულა მხოლოდ მანუჩარსა და ტიუსს უწერიათ:

"მარკოიშვილი - 8. მანუს თამაშის შეფასებისას მხოლოდ 15 ქულაზე მსჯელობა არ კმარა. იგი რთულ მატჩში გუნდის ისე გაუძღვა, როგორც ნამდვილ ლიდერს შეშვენის.

მარკოიშვილი "კანტუს" ქვაკუთხედი (სწორედ ასეთი სიტყვაა გამოყენებული იტალიურ საიტზე - ავტ.) იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

ვიქტორ სანიკიძე - 7.5. 17 ქულა და 16 მოხსნა, სროლების 80 პროცენტზე მეტი...

სადაა Air Georgia? - "ვირტუსში" აღარ თამაშობს. გაიხადა ბოლონიელთა მაისურა, ჩაიცვა უფრო ძლიერი "მონტეპასკის" ფორმა, მაგრამ სტატისტიკა ისეთივე ეფექტური დარჩა".


გამოცემა "სიენაში" მხოლოდ "მონტეპასკის" კალათბურთელთა ნაღვაწია ქულებით შეფასებული, ვიქტორს 8 ბალი უწერია.

Sportall.Geგაზეტა დელო სპორტი
მარკოიშვილი: დიდებული დღე

"გაზეტა დელო სპორტის" კორესპონდენტმა სუპერთასის დასრულების შემდეგ ოფლში გაწურულ მარკოიშვილს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

გთავაზობთ ამონარიდს.

"დიდებული დღეა "კანტუს" თითოეული გულშემატკივრის, მოთამაშისთვისა და ხელმძღვანელისთვის.

მძიმე თამაში იყო და სასიხარულოა, რომ სეზონი ტიტულის მოგებით გავხსენით.

წინ კიდევ უფრო ძნელი გზა გველის, სათამაშო გვაქვს ევროლიგა, იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი.

სუპერთასის მოგება ერთგვარი სტიმული იქნება მომავალი წარმატებებისთვის".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვენაცვალე მარკოზას და ვიკას, ორივე ძალიან მაგრები არიან!!!!!
simartle
22:09 23-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული