სიენელებს მეტოქე პირველ ტაიმში გაუძალიანდათ. დიდი შესვენებისთვის სანიკიძის გუნდი მხოლოდ 1 ქულას იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში სრულ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა.
გამარჯვებაში თავისი წვლილი სანიკიძემაც დაიდო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა (27 წუთზე მეტი სიენელთაგან არავის უთამაშია).
სანიკიძემ საბოლოოდ სიენელებს 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა
სარგებლიანობის კოეფიციენტის (16) მიხედვით, ქართველი კალათბურთელი "მონტეპასკიში" მე-3 გახლდათ და მხოლოდ ბენჯამინ ეზეს (12 ქულა, 11 მოხსნა) და დევიდ მოსს (15 ქულა, 4 პასი, 3 ჩაჭრა, 3 მოხსნა) ჩამორჩა.
გამოსარჩევია ბობი ბრაუნის ასპარეზობაც (18 ქულა).
სერია A-ში მომდევნო მატჩს "სიენა" 30 სექტემბერს სტუმრად, "რეჯიო ემილიას" წინააღმდეგ გამართავს.
www.gbf.ge
ასევე იხილეთ:
იტალიის სუპერთასი ქართული სცენარით - მარკოიშვილმა სანიკიძეს აჯობა [VIDEO]