მანუჩარ მარკოიშვილს ევროლიგამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ევროლიგის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩიც მოიგო. ამჯერად მისი მეტოქე ჩეხეთის "ნიმბურკი" იყო, რომელსაც იტალიელებმა 89:83 აჯობეს.

მარკოიშვილმა 23 წუთში 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულას 3 მოხსნა და 1 პასი მიამატა.

შეუჩერებელი იყო პიეტრო არადორი - 19 ქულა, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს მაარტენ ლეუნენის ორი სამქულიანი (მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში), რის შემდეგაც "კანტუმ" "ნიმბურკი" საბოლოოდ გატეხა.

28 სექტემბერს იტალიელები ყაზანის "უნიქსს" დაუპირისპირდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე
მოხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალიის სუპერთასი ქართული სცენარით - მარკოიშვილმა სანიკიძეს აჯობა [VIDEO]
მანუჩარ მარკოიშვილი: ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტიტულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული