ევროლიგაში მანუჩარ მარკოიშვილიც ითამაშებს!

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ტრიუმფით დაასრულა ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი, 28 სექტემბერს მესამე მატჩიც მოიგო და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში კანტუელებმა ფრანგული "ლე მანი" 80:66 დაამარცხეს.

ქართველი უკანახაზელის თამაშის შეფასებისას გამოცემა "დეილიბასკეტში" ასეთი ფრაზა ამოვიკითხეთ:

"მარკოიშვილი გუნდის სულია, რომლის გარეშეც "კანტუ" წარმოუდგენელია". მართლაც, მან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა, თუმცა შეტევაში არაერთი ტყორცნა გაუცუდდა. მანუმ 31 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა".

* * *
"კანტუ" ევროლიგის A ჯგუფში მოხვდა, სადაც მის გარდა ითამაშებენ საბერძნეთის "პანათინაიკოსი",
ესპანეთის "რეალი", თურქეთის "ეფესი", რუსეთის "ხიმკი" და სლოვენიის "ოლიმპია".

წლეულს ევროლიგაზე მარკოიშვილის გარდა კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს: ვიქტორ სანიკიძე ("მონტეპასკი") და გიორგი შერმადინი ("მაქაბი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანუჩარ მარკოიშვილი: ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტიტულია
იტალიის სუპერთასი ქართული სცენარით - მარკოიშვილმა სანიკიძეს აჯობა [VIDEO]
მანუჩარ მარკოიშვილი: შეტევამ შესაძლოა ერთი მატჩი მოიგოს, მაგრამ ჩემპიონატს დაცვა იგებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული