გიორგი შერმადინის პარიზული ტრიუმფი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა თელ-ავივის "მაქაბისთან" ერთად მაღალ დონეზე მეორე შეჯიბრება ჩაატარა.

თუ ბამბერგის ტურნირზე ისრაელის გუნდმა პირველობა "ოლიმპიაკოსს" დაუთმო, საფრანგეთში, პარიზის თასის გათამაშებაში ჩემპიონი გახდა: 29 სექტემბერს მასპინძელ "პარიზს" 87:79 აჯობა, 30-ში კი ფინალურ შეხვედრაში თურქულ "გალათასარაის" 69:63 სძლია.

მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით. ნახევარფინალური მატჩის შემდეგ "მაქაბის"თავკაცმა დევიდ ბლატმა თქვა: "კარგი რეპეტიცია გამოგვივიდა, მეტოქის შეცდომები სათანადოდ გამოვიყენეთ და შეხვედრა მშვიდად მივიყვანეთ გამარჯვებამდე".

მწვრთნელს კალათბურთელებზე არ ულაპარაკია, თუმცა ეს დანაკლისი ჩვენ ამოვავსოთ, რადგან ამის საფუძველი ნამდვილად გვაქვს: გიორგი შერმადინმა ახალ
გუნდში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა. მის ანგარიშზე 12 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 11 მოხსნა, 3 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. მასზე შვიდჯერ დაჯარიმდნენ, მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 28-ს მიაღწია.

მატჩის ბომბარდირი მაქაბელი კანერ-მედლი გახდა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა იყო.

შერმადინი და მისი თანაგუნდელები პარიზის ოთხთა ტურნირის ფინალში თურქულ "გალათასარაის" დაუპირისპირდნენ. როგორც ზემოთ დავწერეთ, ეს მატჩიც მოიგეს.

რაც შეეხება ქართველ ცენტრს, მან წინა შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც 12 ქულას მოუყარა თავი. კანერ-მედლის ანგარიშზე 14 ქულა იყო. იგი შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული