ესპანეთში ახალი ჩემპიონატი განვლილ უქმეებზე დაიწყო და ქართველის დაბრუნების მომსწრენიც გავხდით - "კახასოლის" მაისურით 4 წუთი ითამაშა 18 წლის ბექა ბურჯანაძემ, რომელმაც 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
მას სამი ქულის მოსაგროვებლად ერთი შორეული ტყორცნაც ეყო.
აქვე უნდა დავკონკრეტდეთ: ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ბურჯანაძისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი არ იყო. მან
არაფერი გვითქვამს 30 სექტემბერს გამართული "კახასოლის" შეხვედრის შესახებ. სევილიელებმა 3600 ადგილობრივი გულშემატკივარი გააწბილეს - ბევრისთვის მოულოდნელად შინ "მურსიასთან" 77:93 დათმეს.
მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მურსიელებმა 26:14 მოიგეს.
"კახასოლი" მომდევნო შეხვედრას 7 ოქტომბერს გამართავს, ბასკეთში "კახა ლაბორალს" ეწვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"