ვიქტორ სანიკიძემ მეორე მატჩიც მოიგო - 4 ტყორცნა, 4 ქულა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" იტალიის ჩემპიონატში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ამჯერადაც მოიგო.

სიენელებმა სტუმრად "რეჯო ემილია" 61:56 დაამარცხეს.

შეხვედრის მესამე პერიოდში მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (46:39), თუმცა სწორედ ამ დროს გამოფხიზლდნენ "მონტეპასკის" კალათბურთელები და 47:46-ით დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ კვლავ თანაბარი თამაში გაჩაღდა, რომელშიც შედარებით გამოცდილმა სიენელებმა იმარჯვეს.

ვიქტორ სანიკიძემ "მონტეპასკის" მაისურით თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 18 წუთში 4 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და 6 მოხსნა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული