მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
25-დან 28 სექტემბრამდე მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მართავდა.

ამიტომ იტალიის ჩემპიონატისთვის არ ეცალა და შიდა პირველობაზე მოგვიანებით ჩაერთო. სერია A-ში კანტუელებმა პირველი შეხვედრა 2 ოქტომბერს, ღამით ჩაატარეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მათ "ვენეციას" უმასპინძლეს და პირველივე ტაიმში "ჩაძირეს" - 40:27 დაწინაურდნენ. როგორც წესი, ანდრეა ტრინკიერის გუნდი 13-15-ქულიან სხვაობას ხელიდან არ უშვებს. არც ამჯერად მომხდარა სენსაცია - "კანტუმ" მატჩი მშვიდად მიიყვანა ოცქულიან გამარჯვებამდე - 81:61.

მწვრთნელმა მანუჩ
არ მარკოიშვილი ბოლო წუთებზე აღარ დატვირთა. საფინალო ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ამის საჭიროება არ იყო.

"ვენეციასთან" მანუს მონაგარი ასეთი გახლდათ: 17 წუთი, 3 ქულა (3-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი), 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა. მატჩის ბომბარდირი სტუმართა გუნდის ლიდერი იანგი გახდა - 19 ქულა. ხოლო "კანტუს" მაისურით ყველაზე მეტი, 14 ქულა ბრუკსმა ჩააგდო.

სადღეისოდ იტალიის ჩემპიონატში გუნდების უმეტესობას თითო მატჩი აქვს ჩატარებული. ორ თამაშში ამდენივე გამარჯვებით სატურნირო ცხრილს ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" ლიდერობს. იგი მომდევნო ტურს გამოტოვებს, რადგან "ბრინდისისთან" მატჩი უკვე ითამაშა.

"კანტუ" კი წინასწარ განსაზღვრული 6 ოქტომბრის ნაცვლად 7-ში ითამაშებს. მისი მეტოქე "რომა" იქნება. შეხვედრა იტალიის დედაქალაქში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული