გიორგი შერმადინი ისრაელის თასის ნახევარფინალში რვით შევიდა, ჯეიკობ პულენი - ოცდაცხრით

AutoSharing Option
ისრაელში დაბრუნდა თელ-ავივის "მაქაბი", რომელიც 2 ოქტომბერს თასის გათამაშებაში ჩაერთო. წინასწარ გეტყვით, რომ ამ შეჯიბრების მეოთხედფინალები სამშაბათს გაიმართა, ნახევარფინალები ხუთშაბათს შედგება, ხოლო ფინალი - შაბათს.

თასის გათამაშების ფავორიტი წინასწარაა ცნობილი - "მაქაბი", რომელმაც ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლა.

გიორგი შერმადინის თანაგუნდელებმა ჰაიფას "მაქაბის" 86:63 სძლიეს. ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი გამოიყენა. თელავიველთა შორის ყველაზე მეტი პოლონეთის მოქალაქე დევიდ ლიგანმა ჩააგდო - 20 ქულა.

* * *

როცა თასის
გათამაშების ბომბარდირებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ჯეიკობ პულენი. მან მეოთხედფინალში 29 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

პულენის დამაჯერებელი თამაში იერუსალიმის "ჰაპოელის" გამარჯვების საწინდარი გამოდგა. მან "ჰოლონთან" სოლიდური სხვაობით იმარჯვა - 93:69.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული