მაშინ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ მატჩებს ატარებდა და ერთ-ერთ ვარჯიშზე ნიკას "ნაპოლისთან" დაკავშირებული ინფორმაციის სანდოობაზე ვკითხეთ. ნეაპოლიდან არ შემხმიანებიანო, - მოგვიგო.
მას მერე მისი გვარი "ბრეშასაც" დაუკავშირეს, თუმცა 3 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ნიკას გადაბირება კვლავ "ნაპოლის" სურს. აი, რა წერია "კორიერე დელო სპორტში":
"იტალიის თასის გათამაშებისას, "სკაფატისთან" შეხვედრაში მუხლი დაიზიანა ჯოელ ძაკეტიმ, რომელსაც სერიოზული მკურნალობა სჭირდება.
"ნაპოლის" ხელმძღვანელობა მის შემცვლელს სატრანსფერო ბაზარზე ეძებს. როგორც იტყობინებიან, ძაკეტი შესაძლოა
შეგახსენებთ, რომ ნიკა გასულ სეზონში უმაღლესლიგელი "დინამო სასარის" ღირსებას იცავდა, მანამდე კი მეორე ლიგაში რიმინის "კრაბსში" გამოდიოდა.
მეტრეველი ამ კლუბებში განათხოვრების წესით თამაშობდა, რადგან კონტრაქტის მიხედვით, სიენის "მონტეპასკის" კუთვნილებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"