გიორგი შერმადინი ისრაელის თასის ფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
ისრაელის თასის გათამაშების წილისყრისას გუნდები ისე განაწილდა, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ერთმანეთს ფინალამდე არ უნდა დაპირისპირებოდნენ.

გიორგი შერმადინის "მაქაბი" ნახევარფინალში ჰაიფას "მაქაბის" შეხვდა, ხოლო ჯეიკობ პულენის "ჰაპოელი" (იერუსალიმი) - აშდოდის "მაქაბის".

სამწუხაროდ, გიორგი და ჯეიკობი ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ, რადგან პულენის გუნდმა აშდოდელებთან 10 ქულის სხვაობით წააგო - 59:69. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელშიც "მაქაბიმ" 9:15 დაამარცხა.

წინა მატჩისგან განსხვავებით (29 ქულა), იერუსალიმელებს სათანადოდ ვერ დაეხმარა პულენი, რომელმაც 33 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1
ჩაჭრა მოაგროვა. მან 6 სამქულიანიდან და 9 ორქულიანიდან მხოლოდ 2 ორიანი ჩააგდო.

ქულათა სიუხვით ვერც გიორგი შერმადინი გამოირჩა, რომელმაც 18 წუთში 3 ქულა (4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი ჩაიწერა.

გიორგის "მაქაბიმ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ჰაიფელი სეხნია - 86:79. მეოთხე პერიოდის დასაწყისში თელავიველები 64:72-ს აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მდგომარეობის გამოსწორება მოახერხეს და ბოლო წუთები დამაჯერებლად ჩაატარეს.

შერმადინმა მეოთხე პერიოდის მეორე ნახევარი მოედანზე გაატარა. მისი ორი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ "მაქაბი" 83:67 დაწინაურდა.

ფინალში, რომელიც შაბათს გაიმართება, ორი "მაქაბი" ითამაშებს - თელ-ავივის და აშდოდისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული