გიორგი ცინცაძემ იუჟნის "ხიმიკისთან" 11 ქულა დააგროვა

AutoSharing Option
უკრაინის პირველობაზე წაუგებლად ასპარეზობს "ბუდიველნიკი", რომელმაც მესამე მატჩი სტუმრად ჩაატარა და იუჟნის "ხიმიკი" 77:71 დაამარცხა.

"ბუდიველნიკის" მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში დააყენა და მოიმკო ის, რასაც ელოდა: "ბუმ" (ცინცაძის მეტსახელია) "ქიმიის გაკვეთილი 11-იანზე ჩააბარა" - უკრაინის პირველობაზე საუკეთესო თამაში ჩაატარა.

25 წუთში მან 11 ქულა, 4 პასი და ამდენივე ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძის ანგარიშზე 4-4 ორქულიანი და საჯარიმოა (7-7 ტყორცნიდან).

სტუმართა მთავარი მექულე მალკოლმ დილეინი გახდა, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი.

მიუხედავად იმისა, რომ დაუმარცხებლად ასპარეზობს,
"ბუდიველნიკი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერი მაინც არ არის. ასევე წაუგებელია "ფერო". მომდევნო ტურში, 12 ოქტომბერს, ცინცაძის თანაგუნდელები "ჰოვერლას" მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული