ბექა ბურჯანაძემ "კახა ლაბორალთან" 7 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა

AutoSharing Option
ესპანეთის პირველობაზე მეორე შეხვედრა წააგო ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა". ამჯერად სევილიელთა მეტოქე ბასკური გრანდი "კახა ლაბორალი" იყო და ამიტომ მატჩის საფინალო ანგარიშში დაფიქსირებული სხვაობა არ უნდა გაგვიკვირდეს - 90:70.

ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ 18 წლის ბექას თამაშიდან თამაშამდე მეტად ენდობა მწვრთნელი და ისიც სტატისტიკას იუმჯობესებს.

თუ წინა შეხვედრაში ბურჯანაძემ მხოლოდ 4 წუთი ითამაშა და 3 ქულა ჩააგდო, 7 ოქტომბერს "კახა ლაბორალთან" მწვრთნელმა 15 წუთი უბოძა და ქართველმაც თავი არ შეირცხვინა: 2-2 ორქულიანი და სამიანი ისროლა, საიდანაც თითო გამოიყენა. ამას დაურთო 2
საჯარიმო (4-დან) და საბოლოოდ 7 ქულა და 4 მოხსნა მოუგროვდა.

წუთობრივი, ქულათა და მოხსნების მაჩვენებელი მისთვის ესპანურ კარიერაში სარეკორდოა. თუმცა მათ კიდევ უფრო გაუმჯობესებას უახლოეს მატჩებში უნდა ველოდეთ.

შეხვედრის ბომბარდირი არგენტინელი ანდრეს ნოჩიონი გახდა - 20 ქულა.

ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტური 14 ოქტომბერს გაიმართება. "კახასოლი" კვლავ სტუმრად ითამაშებს - მადრიდში ვიქტორ სანიკიძის ყოფილ კლუბ "ესტუდიანტესს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული